რამდენად დაბინძურებულია ჰაერი თბილისში - ბოლო მონაცემები

Sputnik
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. 18 იანვრის დილის მონაცემებით, თბილისში ჰაერი ძლიერაა დაბინძურებული – ასეთია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული მონიტორინგის შედეგები.
იმ ადგილებში, სადაც განლაგებულია ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურები, დაბინძურების მაჩვენებლები ძალიან ცუდია. კერძოდ, ძლიერ დაბინძურებულია ატმოსფერული ჰაერი აღმაშენებლის, რუსთაველის, წერეთლის, ყაზბეგის გამზირებსა და ვარკეთილის რაიონში.
პორტალზე განთავსებული რეკომენდაციების თანახმად, ჰაერში ნაწილაკების მაღალი დონე სერიოზულად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე.
გულის და ფილტვების დაავადებების მქონე ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ ყოველგვარ ფიზიკურ აქტივობას, ხოლო ყველა დანარჩენმა თავი უნდა შეიკავოს ქუჩაში ხანგრძლივი და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისგან.
მოწამვლის პირველ ეტაპზე საერთო სიმპტომებია: თავის ტკივილი, აპათია, საერთო სისუსტე, შფოთვა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ხველა, ეიფორიის შეგრძნება.