ქართველი სპორტსმენები ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მიემგზავრებიან

საქართველო ფესტივალზე სპორტის ოთხ დისციპლინაში იქნება წარმოდგენილი.
Sputnik
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იქნება წარმოდგენილი ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელიც ევროპის სამ ქვეყანაში 21 იანვარს დაიწყება, იუწყება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი.
საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს, ხოლო ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.
საქართველო ფესტივალზე სპორტის ოთხ დისციპლინაში იქნება წარმოდგენილი:
სამთო-სათხილამურო სპორტი: ლევან ნაზღაიძე, ლუკა ბურდული, ოთარ წულეისკირი, ნინო ენუქიძე
ფიგურული ციგურაობა: კონსტანტინე სუპატაშვილი
ტრამპლინიდან ხტომა: გიორგი მიქელაძე, გიორგი დიაკონოვი
სნოუბორდი: ნიკოლოზ გაბულდანი
საქართველოს ნაკრების მედროშეები იქნებიან მოთხილამურეები ნინო ენუქიძე და ოთარ წულეისკირი.
შეჯიბრებები გაიმართება 21-28 იანვარს იტალიაში, ფრიული-ვენეცია-ჯულიას რეგიონში, ასევე მეზობელ ქვეყნებში – ავსტრიასა და სლოვენიაში. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები 47 ქვეყნიდან.