მოგზაურობა საქართველოში: ქსნის ციხე და წმინდა გიორგის ეკლესია - ფოტო

ციხე-სიმაგრე 1512 წელს ბაგრატ I მუხრანბატონის დროს აიგო. კახეთის მეფე ავგიორგიმ რამდენჯერმე შეუტია ქართლის მიწას. ბაგრატმა გადაწყვიტა წერტილი დაესვა ამ ყველაფრისთვის და ააგო ციხე, რომელშიც ავგიორგის ჩაუსაფრდა.
Sputnik
კახეთის მეფის მორიგი შემოსევისას ბაგრატმა მას ყველა გზა მოუჭრა, ტყვედ ჩაიგდო და ქსნის ციხეში დაამწყვდია, სადაც ავგიორგი გარდაიცვალა კიდეც. ციტადელის რეკონსტრუქცია 1746 წელს განხორციელდა.
1 / 18

შუა საუკუნეების ციხე მდინარე ქსნისა და მდინარე მტკვრის შეერთების მახლობლად მთაზეა აღმართული. მოწითალო ციხეს მართკუთხა ფორმა აქვს, კუთხეებში კი კოშკებია ჩაშენებული

2 / 18

ციხემდე მისვლა არცთუ ისე რთულია

3 / 18

გზაში გვხვდება საინფორმაციო დაფები. გზა საკმაოდ მოკლეა, თუმცა ციცაბო აღმართია

4 / 18

ციხე 600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გზიდან შესანიშნავად ჩანს ციტადელი და მასთან მისასვლელი გზა

5 / 18

ციხესთან მოწყობილია მოედანი ხედით, საიდანაც ქსანი და მიმდებარე სოფლები ჩანს

6 / 18

ციხესთან ავტომობილით მისვლა შეუძლებელია, რადგან გზა მეწყერმა დააზიანა

7 / 18

ნგრევის შესაჩერებლად ეზოსა და ფერდობზე გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა

8 / 18

ციხისკენ მიმავალ გზაზე სიფრთხილე გვმართებს, ვინაიდან გზა საკმაოდ ციცაბოა, გარშემო კი ბუჩქებია

9 / 18

ციხე კარგად არის შენახული - შიგნით იხილავთ ბუხრებსა და საკვამურებს

10 / 18

შენობის გარეთ კი წყალსატევსა და ქვევრის ნარჩენებს

11 / 18

ნაგებობაში მშენებლობის მაშინდელი შესაძლებლობები სრულად არის გამოყენებული

12 / 18

ასე გამოიყურება ციხის სათოფურები

13 / 18

ციხის მახლობლად მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესიაც

14 / 18

აქ ყოველდღე არ დადიან, აქ მხოლოდ განსაკუთრებული მიზეზებით მოდიან. ეკლესიამდე მისვლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით

15 / 18

ფეხით წასვლის შემთხვევაში კი ყურადღება მიაქციეთ საინფორმაციო დაფებს

16 / 18

ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე საოცარ ხედებს იხილავთ

17 / 18

ეკლესიიდან კი ასეთი პანორამა გადაიშლება თქვენ თვალწინ

18 / 18

ქსნის ციხესა და წმინდა გიორგის ეკლესიას ტურისტები არცთუ ხშირად სტუმრობენ, თუმცა მისი ნახვა ნამდვილად ღირს