ჩინეთი ახალი წლის შესახვედრად ემზადება - ფოტო

ახალი წელი ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური დღესასწაულია.
Sputnik
აღმოსავლურ კალენდარში ყოველ მომავალ წელს შეესაბამება „ტოტემური“ ცხოველი, სტიქია და ფერი. მოცემული კომბინაციით იქმნება ახალი წლის სახელიც, რაც მხოლოდ 60 წელიწადში ერთხელ მეორდება. 2023 წელი, ჩინური კალენდრის მიხედვით, იქნება წყლის შავი კურდღლის წელი.
როგორც წესი, ახალი წლის პერიოდში ჩინეთში განსაკუთრებით აქტიურდება ქვეყანაში შიდა მიმოსვლა, თუმცა წელს მოგზაურთა რაოდენობა შემცირდა. ჩინეთი მთელი ძალებით ცდილობს COVID-19-ის აფეთქების შეჩერებას.
1 / 10

ახალი წელი ჩინეთში ზამთრის ბუნიობის შემდეგ მეორე სავსემთვარეობისას იწყება

2 / 10

ჩინური კალენდრით, 2023 წელი წყლის შავი კურდღლის წელიწადია

3 / 10

წელს ჩინური ახალი წელი 22 იანვარს დადგება

4 / 10

ჩინელები ახალ წლად გაზაფხულის მოსვლას მიიჩნევენ

5 / 10

მათი წარმოდგენით, ამ პერიოდში იღვიძებს ბუნება

6 / 10

საზეიმო მზადება ჩინეთში რამდენიმე კვირით ადრე იწყება

7 / 10

გირლიანდებისა და განათებების ნაცვლად ქუჩების მოსართავად იყენებენ ქაღალდს

8 / 10

ფიგურებს წითელი ქაღალდიდან ჭრიან და აძლევენ მცენარეების, ცხოველების და კეთილი სულების ფორმებს

9 / 10

უნდა აღინიშნოს, რომ წელს დღესასწაული მოკრძალებულად ჩაივლის

10 / 10

ჩინეთში ახლა COVID-19-ის ახალი აფეთქების თავიდან არიდებას ცდილობენ