თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ შვილის ნოტარიული თანხმობით კიევის ცენტრში ძვირადღირებული ბინა ჟასმინ იასკოს – სააკაშვილისა და უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ლიზა იასკოს შვილს გადაუფორმა.
ინფორმაცია ექსკლუზიურად ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ბინა კიევის ცენტრში არასდროს ყოფილა სააკაშვილის დეკლარაციაში.
გარდა ამისა, ტელეარხის ცნობით, გიული ალასანიამ ჟასმინ იასკოს ასევე გადასცა დიდი ოდენობით თანხა – 1 მილიონი გრივნა (27 ათას დოლარზე მეტი).
ლიზა იასკო
© photo: Sputnik / Vladimir Umikashvili
სააკაშვილის დედა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
„ოჰ, რასა ბრძანებთ, საიდან მოიგონეთ? საიდან მოიგონეთ ეს ინფორმაცია?“ – უპასუხა გიული ალასანიამ „იმედის“ კითხვას.
ექს-პრეზიდენტისა და ლიზა იასკოს ურთიერთობების შესახებ ცნობილი სააკაშვილის დაკავების დღეს, 2022 წლის 1 ოქტომბერს გახდა.
იასკო პოლიტოლოგია, ექსპერტი კულტურის საკითხებში. არის ІХ მოწვევის რადის დეპუტატი პარტიიდან „სლუგა ნაროდა“.