გაზსადენის აფეთქება ლიეტუვის ჩრდილოეთში - ფოტო

ცეცხლის ალის სიმაღლე 50 მეტრს აღწევდა, ახლოს მდებარე დასახლებებში კი ევაკუაცია დაიწყო.
Sputnik
გასულ პარასკევს პანევეჟთან ლიეტუვის და ლატვიის დამაკავშირებელი გაზსადენი აფეთქდა.
ავარიის მიზეზი დგინდება. ადგილობრივების თქმით, აფეთქების ადგილის მახლობლად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
1 / 8

შემთხვევა სოფელ ვალაკელიაისთან მოხდა

2 / 8

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აფეთქების შემდეგ ცეცხლის ალის სიმაღლე 50 მეტრს აღწევდა

3 / 8

ხანძარმა კლება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც საწვავი მთლიანად დაიწვა

4 / 8

ცეცხლს დაახლოებით 4 საათის განმავლობაში აქრობდნენ

5 / 8

გამოცხადდა უახლოესი სოფლის ევაკუაცია

6 / 8

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აალების მიზეზის დადგენას რამდენიმე დღე დასჭირდება

7 / 8

შემთხვევის ადგილზე მაგისტრალური გაზსადენი ორ შტოდ იყოფა. ვინაიდან შემთხვევის შედეგად მხოლოდ ერთი განშტოება დაზიანდა, მომხმარებლებს გაზის მიწოდება არ შეწყვეტიათ

8 / 8

ენერგეტიკის ექსპერტების აზრით, ავარიას კატასტროფული შედეგები არ მოჰყვება არც ლიეტუვისთვის და არც ლატვიისთვის