ავიაკატასტროფა ნეპალში: არიან დაღუპულები და გადარჩენილები - ფოტო

ავიაკომპანია Yeti Airlines-ის ATR 72, რომელიც კატმანდუდან მიფრინავდა, ქალაქ პოხარაში ჩამოვარდა.
Sputnik
ავიაკატასტროფის შესახებ ინფორმაცია კვირას გავრცელდა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ლაინერი მდინარე სეთის ხეობისკენ მიემართებოდა. მათი ვარაუდით, პილოტებმა თვითმფრინავი დასახლებულ პუნქტს აარიდეს.
1 / 9

ავიაკომპანია Yeti Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი ATR 72 ჩამოვარდა

2 / 9

შემთხვევა ქალაქ პოხარას ძველ და ახალ აეროპორტებს შორის მოხდა

3 / 9

ბორტზე იმყოფებოდა 68 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი

4 / 9

თვითმფრინავის ნამსხვრევებიდან ამოიყვანეს 29 ადამიანის ცხედარი

5 / 9

რამდენიმე გადარჩენილი საავადმყოფოშია გადაყვანილი

6 / 9

ისინი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან

7 / 9

ნეპალის ხელისუფლებამ გლოვის დღე გამოაცხადა

8 / 9

ამ მომენტისთვის მომხდარის მიზეზები უცნობია

9 / 9

გამოძიებას ნეპალის ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული კომისია აწარმოებს