საქართველოში სოციალური დახმარების გაცემის წესები შეიცვალა

ფინანსური დახმარების ოდენობა საქართველოში 10-დან 60 ლარამდე მერყეობს
Sputnik
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახებისთვის სოციალური დახმარების ოდენობა რამდენიმე მიზეზის გამო შესაძლოა შემცირდეს.
გაჭირვებული ოჯახებისთვის სოციალური დახმარების ოდენობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულების რაოდენობაზე და ოჯახის წევრების რაოდენობაზე.
დადგენილების თანახმად, მომდევნო თვეში დახმარებას ავტომატურად კარგავს ოჯახის ის წევრი, რომელიც სპეციალიზებულ ან პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსდება, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ხნის ვადით გავა, ან ინ შემთხვევაში თუ სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს.
ფინანსური დახმარების ოდენობა საქართველოში ოჯახის თითოეულ მოზრდილ წევრზე 10-დან 60 ლარამდე მერყეობს. 1 ივნისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 150 ლარს იღებენ.
2022 წლის 1 დეკემბრისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 665,9 ათასი სოციალურად დაუცველი პირი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17,9%-ს შეადგენს.