თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა 2022 წლის 11 თვეში 1,5%-ით გაიზარდა და 178,5 ათასს გაუტოლდა, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს მასალებში.
2022 წლის 1 დეკემბრისთვის შემწეობის მიმღები სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობამ ოჯახების მთლიანი რაოდენობის 16,7% შეადგინა.
სიღარიბის ზღვარზე მცხოვრები მოქალაქეების საერთო რაოდენობა 1 იანვრიდან 1 დეკემბრამდე პერიოდში 2,7%-ით გაიზარდა და დაახლოებით 666 ათასს გაუტოლდა.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საერთო რაოდენობიდან 249,8 ათასი - არასრულწლოვანია, აქედან 64,8 ათასი - 6 წლამდე ასაკის ბავშვია. სიღარიბის ზღვარზე მცხოვრები კიდევ 110,4 ათასი ადამიანი კი პენსიონერია.
სოციალურად დაუცველი ოჯახების უმრავლესობა ცხოვრობს თბილისში - 39,3 ათასი, ქვემო ქართლში - 22,8 ათასი, იმერეთში - 22,7 ათასი. ყველაზე ნაკლებია ასეთი ოჯახები მცხეთა-მთიანეთში (5,4 ათასი) და სამცხე-ჯავახეთში (5 ათასი).
თბილისში სიღარიბის ზღვარს მიღმა ყოველი მეექვსე ოჯახი ცხოვრობს, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და ქვემო ქართლში - ყოველი მეხუთე, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - ყოველი მესამე.