თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ქართველმა მოფარიკავემ ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში ვაშინგტონის მსოფლიო თასის გათამაშებაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა შეჯიბრებაზე რაპირით ასპარეზობისას ჯერ ინგლისელ ჯასტინ მურს ანგარიშით 15:3მოუგო, ნახევარფინალში ფრანგი სოფი საბლონი 15:4 დაამარცხა, ფინალში კი ტაილანდელ საისუნ იანასთან წააგო 15:10 და ტურნირზე მეორე ადგილზე გავიდა.
ირმა ხეცურიანი
© courtesy of Irma Khetsuriani
დღეს ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი მედლების მოპოვებას ხმლით ფარიკაობაში შეეცდებიან.