Corriere dello sport – კვარა თამაშობს როგორც მესი და ნეიმარი

„იუვენტუსთან“ დიდი გამოცდის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი ევროპის საუკეთესო მოთამაშეთა სამეულში შევიდამ წერს გამოცემა
Sputnik
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, Corriere dello sport-მა А სერიის მე-18 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ ნახევარმცველს, ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა და ის ევროპის ლიგის ორ საუკეთესო მოთამაშეს - ნეიმარსა და მესის შეადარა.
კვარაცხელიამ „იუვენტუსთან“ მეორე გოლი გაიტანა და ასისტენტობა გაუწია რაჰმანისა და ოსიმენს. მატჩის საბოლოო შედეგი 5:1. „ნაპოლი“ ტურინელებს კიდევ უფრო დიდი სხვაობით გაუსწრო და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე 47 ქულით ლიდერობს.
„ნაპოლის“ თავდამსხმელს ჩემპიონატის 18 ტურის შემდეგ განსაკუთრებული უპირატესობა აქვს: „იუვენტუსის“ წინააღმდეგ დიდი გამოცდის შემდეგ, ევროპის ტოპ 5-ში ქართველი ერთ-ერთია იმ სამ მოთამაშეს შორის, რომლებმაც უკვე შვიდი გოლი მაინც გაიტანეს და საგოლე გადაცემებიც დააგროვეს. სხვა ორი მოთამაშე, რომლებსაც ასეთივე სტატისტიკა გააჩნიათ, ნეიმარი და მესი არიან. ეს კვარას კლასისა და მისი გადამწყვეტი როლის დამატებითი დადასტურებაა“, - წერს გამოცემა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი ხშირად აკეთებს საგოლე პასებს მაშინაც, როცა თავად შეუძლია გატანა. ავტორის თქმით, სწორედ ეს არის კეთილშობილება.
„გენიალურობა და კეთილშობილება – ეს არის კვარაცხელია“, – წერს იტალიური გამოცემა.
მედია: მადრიდის „რეალი“ მზადაა კვარაცხელიაში 80 მილიონი გადაიხადოს >>
ფეხბურთის ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთაშორისო პორტალმა, რომელიც ფეხბურთელებს ათქულიანი სისტემით აფასებს, „იუვენტუსთან“ გამართული მატჩის შემდეგ ხვიჩას ფაქტობრივად ასპროცენტიანი შედეგი დაუწერა - 9,82 ქულა.