თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ნეპალში თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა - ეკიპაჟი და ყველა მგზავრი დაიღუპა, იუწყება РИА Новости ტელეარხ news18-ზე დაყრდნობით.
თვითმფრინავის ბორტზე იყო 72 ადამიანი, აქედან 4 - ეკიპაჟის წევრი იყო. РИА Новости-ს ინფორმაციით, მგზავრებს შორის რუსეთის ოთხი მოქალაქე იყო.
სამგზავრო თვითმფრინავი ATR 72 კვირას ქალაქ პოკჰარას ძველსა და ახალ აეროპორტებს შორის ჩამოვარდა. ადგილობრივი ავიაკომპანია Yeti Airlines-ის თვითმფრინავი კატმანდუდან პოკჰარაში მიფრინავდა.
გამოცემა The Himalayan Times-ის ცნობით, ავიაკატასტროფის ადგილზე სულ მცირე 32 ცხედარია აღმოჩენილი. ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით დადგენილი არ არის. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.