2 მილიარდი წუთი და 415 მილიონი SMS - ქართველები რეკორდებს ამყარებენ

წლის განმავლობაში გაიზარდა არა მხოლოდ აბონენტების რაოდენობა, არამედ მობილური სერვისების გამოყენებაც
Sputnik
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოს მაცხოვრებლებმა 2022 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით 1,8 მილიარდ წუთზე მეტი დახარჯეს მობილურ ტელეფონებზე საუბრებზე და 415 მილიონი ტექსტური შეტყობინება გაგზავნეს, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე.
მთლიანობაში, 2022 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში მობილური ოპერატორებს 4,6 მილიონი აბონენტი უფიქსირდებოდათ, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 325 ათასით მეტია.
ამასთან, „მაგთის“ აბონენტების რაოდენობა წელიწადში 170,8 ათასით გაიზარდა, „სილქნეტის“ - 112 ათასით, ხოლო „ვეონ ჯორჯიას“ - 42,3 ათასით.
2022 წლის 1 ოქტომბრისთვის საქართველოში მობილური ინტერნეტით 3,2 მილიონმა აბონენტმა ისარგებლა, რაც 411 ათასით მეტია 2021 წელთან შედარებით.