თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. მარნეული-თბილისის გზაზე სასწრაფო დახმარების მანქანა ქვეითს შეეჯახა - 50 წლამდე ასაკის კაცი ადგილზე დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფოს თბილისში ბავშვი გადაჰყავდა, რა დროსაც ქვეითი გზაზე გადადიოდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, ბავშვი საავადმყოფოში სხვა სასწრაფო მანქანამ წაიყვანა. შეჯახებაში მონაწილე მძღოლი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.