თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
კერძოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-52 კმ მონაკვეთზე.
ასევე მოიხსნა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის 30-50 კმ მონაკვეთზე (გომბორი–შუამთის მონასტრის გადასახვევი) მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმი.