თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო „თბილსერვის ჯგუფი“ გზების გაწმენდის სამუშაოებს მუდმივად აწარმოებს.
„თბილსერვის ჯგუფის“ ცნობით, ტექნიკური მარილი მთელი ღამის განმავლობაში იყრებოდა დედაქალაქის ყველა რაიონის ცენტრალურ ქუჩებსა და თბილისს შემოერთებული ტერიტორიების გზებზე. დაბალი ტემპერატურის გამო სამუშაოები დღესაც, დილიდანვე გაგრძელდა.
„პრიორიტეტულია ცენტრალური ქუჩების და გამზირების გაწმენდა, რათა შეუფერხებლად იმოძრაობს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. რაც შეეხება მეორეხარისხოვან ქუჩებს და ჩიხებს, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საპატრულო პოლიციასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან, ასევე ოპერატიულად რეაგირებს სამსახური ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებზე“, – განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა დავით ფაჩულიამ.
მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ჯამში 1.000 ტონაზე მეტი მარილი დაიყარა. სამუშაოებში 200-მდე თანამშრომელი და 30-ზე მეტი სპეცტექნიკაა ჩართული.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში მხოლოდ 15 იანვრიდან გამოიდარებს, მანამდე კი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, დასავლეთში კი ძლიერი ქარი.