საქართველოს რომელ ქალაქშია მოსალოდნელი თოვლი

ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დიდთოვლობაა მოსალოდნელი, დასავლეთში კი ძლიერი ქარი.
Sputnik
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 იანვარს ქვეყნის უმეტეს რაიონში მოსალოდნელია თოვლიანი და ღრუბლიანი ამინდი.
დღეს თოვლი თბილისსა და რუსთავშია მოსალოდნელი. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 1 გრადუსი, რუსთავში კი პლუს 2 გრადუსია ნავარაუდევი.
13 იანვარს თბილი ამინდია ნავარაუდევი ბათუმში (+11 გრადუსი), ზუგდიდში (+10), ოზურგეთში (+10), ფოთში (+9), ქუთაისსა (+8) და ამბროლაურში (+6) .
შემდეგ მოდის ბორჯომი, ახალციხე და მესტია – აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში პლუს 2 გრადუსია მოსალოდნელი.
დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე ცივი ადგილი იქნება გუდაური (-11 გრადუსი), ბაკურიანი (-4), სტეფანწმინდა (-2) და გორი (-1).
სინოპტიკოსები 15 იანვრიდან ამინდის გაუმჯობესებას ვარაუდობენ. მანამდე კი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დიდთოვლობაა მოსალოდნელი, დასავლეთში კი ძლიერი ქარი.