სსფ-ის ხელმძღვანელი: ფინანსური პირობების გამკაცრება ბოლომდე არ იგრძნობა

კრისტალინა გეორგიევას თქმით, ცენტრალურმა ბანკებმა ვერ მიაღწიეს საჭირო შედეგებს ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და უნდა გააგრძელონ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.
Sputnik
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა თვლის, რომ გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრების ეფექტი მსოფლიოში ჯერ კიდევ ბოლომდე არ იგრძნობა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ფინანსური პირობების გამკაცრების გავლენა ჯერ კიდევ არ იგრძნობა“, – ციტირებს საინფორმაციო სააგენტო AFP გეორგიევას სიტყვებს.

გარდა ამისა, მისი თქმით, სახელმწიფოების ცენტრალურმა ბანკებმა ვერ მიაღწიეს საჭირო შედეგებს ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და უნდა გააგრძელონ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.