მსოფლიო დღეს

ჯანმომ „კრაკენთან“ დაკავშირებით ახალი რეკომენდაცია გასცა

Sputnik
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი რეკომენდაციები გასცა COVID-19-ის ახალი შტამის „კრაკენის“ გავრცელებასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც ვირუსზე რეაგირების პროგრამის წამყვანმა სპეციალისტმა ჯანეტ დიაზმა ისაუბრა გაეროში გამართულ ბრიფინგზე.

„ჯანმო თავის ახალ რეკომენდაციებში 10-დღიან იზოლაციას ურჩევს მათ, ვისაც COVID-19-ის სიმპტომები გამოუვლინდა, და 5-დღიან იზოლაციას — უსიმპტომოებს“, — აღნიშნა დიაზმა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ეს ქვეტიპი საქართველოში ჯერჯერობით არ გამოვლენილა, ქვეყანაში ამ დროისათვის კვლავ გაბატონებულია ერთ-ერთი ქვეტიპი – „ომიკრონ – BA.5“.