თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“ ძველით ახალი წლის წინ, 13 იანვარს თბილისში კონცერტს გამართავს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ანსამბლი წარმოადგენს პროგრამა „ქარაშბას“, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელის ილიკო სუხიშვილის მორიგი ექსპერიმენტია. ანსამბლი წარმოადგენს ქართული ფოლკლორის პლასტიკისა და შესრულების მანერის განუმეორებელ ესთეტიკას.
ღონისძიება ჩატარდება ბელიაშვილის ქუჩის 99 ნომერში, სივრცე Theatre-ში. კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.