შელოცვა განმარტებით ლექსიკონებში ცრურწმენას უკავშირდება. თითქოს შელოცვის შერითმული სიტყვები დათრგუნავს, განდევნის ავ სულს და ავადმყოფს გამოაჯანმრთელებს.
მიღებულია, რომ შელოცვას „ბარბაროსული გაუგებრობა“ უნდა ახლდეს. ყველაზე „გამჭრელ“ ტექსტებადაც სწორედ აბრაკადაბრული, ანუ ბუნდოვანი შინაარსის მქონე მიიჩნეოდა. ხოლო შემლოცველი განსაკუთრებული მადლმოსილების ადამიანი უნდა ყოფილიყო.
დღეს ბებიის სკივრიდან ამოღებულ სამკურნალო შელოცვას — თვალის ტკივილისას შემოგთავაზებთ.
სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა (3-ჯერ)
წითელმა წითელი გადიტანა,
თეთრმა თეთრი გადიტანა.
დარჩა შავი — მშვიდობიანი და ხალისი.
— რა არის მისი წამალი?
— ია და ვარდი, ქალის რძე,
წითელი ძაფი და ნემსი.
ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი,
შეეწიე მადლი შენი,
მოუხდინე ლოცვა ჩემი,
ბრძანებაა ღვთის და
ლოცვა არის ჩემი! (3-ჯერ).
თვალის ტკივილის გამოლოცვისას იყენებდნენ ნემსსა და წითელ ძაფს, რომელთაც ავადმყოფს გულზე დააბნევდნენ.