მსოფლიო დღეს

ნიდერლანდში დიდი რაოდენობით ამერიკული სამხედრო ტექნიკა ჩავიდა

Sputnik
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ნიდერლანდის ფლისინგენის პორტში დიდი რაოდენობით ამერიკული სამხედრო ტექნიკა შევიდა, იუწყება სააგენტო Reuters.
გავრცელებული ცნობით, ტექნიკა ნიდერლანდიდან პოლონეთსა და ლიეტუვაში გადაიგზავნება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების ფარგლებში.
პოლკოვნიკ რობერტ კელამის თქმით, რომელიც ოპერაციას ხელმძღვანელობს ამერიკული მხრიდან, საუბარია 1250 ერთეულ ტექნიკაზე, რომელთა შორისაა ტანკები М-1 Abrams და საბრძოლო მანქანები Bradley.
სხვა ქვეყნებში გადაგზავნამდე პორტში განთავსებულ ტექნიკას ნიდერლანდის შეიარაღებული ძალები იცავს.