ქართველი ფეხბურთელი „ვალენსიას“ მატჩისშემდგომ პენალტებამდე მისვლაში დაეხმარა

მამარდაშვილმა თავისი გუნდი რამდენჯერმე იხსნა და მეტოქეს არ მისცა საშუალება, რომ მატჩის ძირითად დროში ტაბლოზე ანგარიში მის სასარგებლოდ შეცვლილიყო.
Sputnik
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის კლუბმა „ვალენსიამ“ ესპანეთის სუპერთასის მატჩი მადრიდის „რეალთან“ წააგო მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში, სადამდე მისვლაშიც გუნდს ქართველი გოლკიპერი დაეხმარა.
მატჩის შედეგებით მამარდაშვილმა მიიღო 7,7 რეიტინგი, რაც მის გუნდში საუკეთესო შედეგი იყო, „რეალიდან“ კი ქართველი მხოლოდ კარიმ ბენზემას ჩამორჩა.
მამარდაშვილმა თავისი გუნდი რამდენჯერმე იხსნა გოლისგან და ძირითად დროში ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშის – 1:1 შეცვლის საშუალება არ მისცა. გოლი ასევე ვერ გაიტანა ვერცერთმა გუნდმა დამატებით დროშიც.
პენალტებით მადრიდელებმა 4:3 მოიგეს. ეროვნულ ჩემპიონატში ამჟამად „ვალენსია“ 19 ქულით მე-11 ადგილზეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს