მარსი რეტროგრადულ სვლას შეწყვეტს - სასიკეთო ცვლილებები 12 იანვრიდან

მარსი რეტროგრადულ სვლას 12 იანვარს შეწყვეტს და ეს ნიშნავს, რომ ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი.
Sputnik
კონკრეტულად რა ცვლილებები გველოდება იანვრის მეორე ნახევარში, ამაზე ასტროლოგები მოგვითხრობენ.
მარსი საკმაოდ დიდხანს – წლის ბოლომდე იმოძრავებს პირდაპირ და ეს საკმაოდ სასიხარულო მოვლენაა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც საქმეებში წარმატებების მიღწევა უნდა.
ძალების მომატება
მარსი დაგვეხმარება, რომ უფრო ძლიერი გავხდეთ როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდება იანვარ-თებერვალში. ბევრი შეძლებს თავისი შედეგების გაუმჯობესებას სპორტში.
ყველაზე ხელსაყრელი დღეები 2023 წელს
მარსი მოგვანიჭებს მოტივაციას სამუშაოზე და, ზოგადად, ბიძგს მოგვცემს განვითარებისკენ.
ასევე უფრო მნიშვნელოვანი გახდება ცხოვრების სულიერი მხარე. წითელი პლანეტა მიგვითითებს სწორი გზისკენ და განვითარების ახალ დონეზე გადასვლაში დაგვეხმარება.
გაძლიერდება ამტანობა
მარსის პირდაპირი სვლის შედეგად ამაღლდება პროდუქტიულობა და თანაც - საგრძნობლად. დაღლილობა უფრო იშვიათი გახდება, ამიტომ დროის გარკვეულ მონაკვეთში უფრო მეტი ამოცანის შესრულებას შევძლებთ. ამის პარალელურად შემცირდება ენერგიის ხარჯვა.
ახალი მისწრაფებები
თუ 2023 წლის დასაწყისში დაკარგეთ რამე მნიშვნელოვანისა და საინტერესოს გაკეთების სურვილი, საყვარელი საქმისადმი სწრაფვა დაბრუნდება და ბევრისთვის ეს უკვე 12 იანვარს მოხდება. შესაძლოა, გაჩნდეს რამე ახალი მისწრაფება, სურვილი, ოცნება. მთლიანობაში, ეს იქნება ძალზე ხელსაყრელი დრო ახალი წამოწყებებისთვის. პლანეტა სითამამითა და წინსვლის სურვილით დაგვასაჩუქრებს.
ასტროლოგები გვაფრთხილებენ: რომელია ყველაზე საშიში დღეები 2023 წელს და რატომ
გამოიყენეთ მარსის მიერ ნაბოძები პოტენციალი მაქსიმალურად. საქმე ისაა, რომ დაახლოებით მაისისთვის მისი დადებითი გავლენა ადამიანების ენერგეტიკაზე შესუსტდება. თუმცა, მაინც იქნება სხვა პლანეტები, რომლებიც გაძლიერდებიან რეტრო-ფაზის დასრულების შემდეგ.