თავისუფალი ჭიდაობა: გენო პეტრიაშვილმა ოქრო მოიპოვა

ტურნირის ბოლო დღეს გამარჯვებულები გამოვლინდნენ 61, 70, 79, 92 და 125 კგ წონით კატეგორიებში.
Sputnik
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ჩემპიონატი ბათუმის სპორტის სასახლეში 8 იანვარს დაიწყო და 10 იანვარს დასრულდა.
125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა ფინალური შეხვედრა სოლომონ მანაშვილის წინააღმდეგ გამართა და დიდი ანგარიშით – 10:0 გაიმარჯვა.
თავისუფალი ჭიდაობა: ხუთ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ>>>
ტურნირის ბოლო დღეს გამარჯვებულები კიდევ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ: 92 კგ წონით კატეგორიაში საუკეთესო გახდა მირიან მაისურაძე (ონი), 79 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური), 70 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ელბაქიძე (ამბროლაური) და 61 კგ წონით კატეგორიაში შოთა ფარტენაძე (აჭარა).