დუდა სანაძე კვიპროსში საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

დუდა სანაძის „ანორთოსისში“ გადასვლის შემდეგ აღნიშნული გუნდი კვიპროსის ჩემპიონატში საპრიზო სამეულში ადგილისთვის იბრძვის.
Sputnik
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. პოპულარულმა კვიპროსულმა საკალათბურთო გამოცემა Cyprusbasket-მა სეზონის პირველი ნახევრის შედეგები შეაჯამა და საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა, რომელთა შორის საქართველოს ნაკრების წევრი დუდა სანაძეც მოხვდა.
სტატისტიკასა და სპორტსმენების სარგებლიანობაზე დაყრდნობით კვიპროსელმა ჟურნალისტებმა ხუთი საუკეთესო კალათბურთელი დაასახელეს. აღნიშნულ რეიტინგში სანაძე მესამე ადგილზეა.

„ანორთოსისის“ ქართველი ლიდერი გუნდის წარმატების გარანტიაა. მან კვიპროსში გადმოსვლის შემდეგ 7 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 22,1 ქულას, 3,9 მოხსნას, 4,3 პასს აგროვებს. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 19,6-ია“, – ნათქვამია მასალაში.

დუდა სანაძის „ანორთოსისში“ გადასვლის შემდეგ აღნიშნული გუნდი კვიპროსის ჩემპიონატში საპრიზო სამეულში ადგილისთვის იბრძვის.