ყინვა და თოვლი - წყალგამანაწილებელი კომპანია თბილისის მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს დედაქალაქში კვირის ბოლომდე ცივი და ყინვიანი ამინდია მოსალოდნელი.
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.
თბილისში ცივი ამინდი და ჰაერის მინუს ტემპერატურა ფიქსირდება, რომელიც 15 იანვრამდე გაგრძელდება.
კომპანია GWP წყალსადენი სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით თბილისის ზედა ზონებსა და კერძო სახლებში მცხოვრებ აბონენტებს თხოვნით მიმართავს, შეფუთონ მათ საკუთრებაში არსებული ღია სივრცეში და ზედაპირულად განლაგებული აღრიცხვის კვანძები და წყალსადენი ქსელები.
ასევე რეკომენდებულია ღამის განმავლობაში მოშვებული დატოვონ ონკანი წყლის მცირე ჭავლით.