ტოჩინოშინის მეორე გამარჯვება წლის პირველ სუპერტურნირზე

სამი დღის შემდეგ ტოჩინოშინს მისთვის საიუბილეო ბაშოზე ორი მოგება და ერთი წაგება აქვს.
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში თავისი საიუბილეო, მე-100 ბაშოს მესამე დღეს მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ჰაცუ ბაშო 2023 წლის პირველი ტურნირია, რომელიც 8 იანვარს დაიწყო და 22 იანვარს დასრულდება. ტოჩინოშინს, რომელიც ახლა მე-11 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, აქვს შანსი დაასრულოს ტურნირი დადებითი ბალანსით და სუმოისტების რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესოს.
შეჯიბრების მესამე დღეს ქართველის მეტოქე მე-12 მაეგაშირა ოკინოუმი იყო. გორგაძემ იაპონელი სპორტსმენი იორიკირის ილეთით ადვილად დაამარცხა და დოჰიოდან გადაიყვანა.
ხვალ ქართველი სპორტსმენი აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა კოტოშოჰოს დაუპირისპირდება.