თავისუფალი ჭიდაობა: ხუთ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ

ტურნირის ბოლო დღეს გამარჯვებულებს გამოავლენენ 61, 70, 79, 92 და 125 კგ წონით კატეგორიებში.
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. ბათუმში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატზე 9 იანვარს გამარჯვებულები ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
ბათუმის სპორტის სასახლეში ჩემპიონატმა სტარტი 8 იანვარს აიღო და ის 10 იანვარს დასრულდება.

57 კგ წონით კატეგორიაში საუკეთესოდ დასახელდა რობერტ დინგაშვილი (ყვარელი), 65 კგ წონით კატეგორიაში – ედემი ბოლქვაძე (სამტრედია), 74 კგ წონით კატეგორიაში – ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური, ოლიმპიური რეზერვები), 86 კგ წონით კატეგორიაში – ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი) და 97 კგ წონით კატეგორიაში – გივი მაჭარაშვილი (მცხეთა).

ტურნირის ბოლო დღეს გამარჯვებულებს გამოავლენენ 61, 70, 79, 92 და 125 კგ წონით კატეგორიებში.