ქართველი ძიუდოისტები ავსტრიაში მიმდინარე შეკრებაზე პორტუგალიის გრან-პრისთვის ემზადებიან

პორტუგალიის გრან-პრის შემდეგ მნიშვნელოვანი შეჯიბრი პარიზის დიდი სლემის ტურნირი იქნება.
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები წლის პირველი მასშტაბური ტურნირისთვის – პორტუგალიის გრან-პრისთვის ემზადება, რომელიც 27-29 იანვარს გაიმართება.
ქართველი ძიუდოისტები სრული შემადგენლობით გაემგზავრნენ ავსტრიის პატარა ქალაქ მიტერზილში, სადაც ვარჯიშობენ სხვა რამდენიმე ქვეყნის სპორტსმენებთან ერთად: კოსოვო, ესპანეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ავსტრია, პოლონეთი, აზერბაიჯანი, პორტუგალია, ბელგია, უზბეკეთი და ნიდერლანდი.
მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით ნაკრები ავსტრიაში თვის ბოლომდე დარჩება.
პორტუგალიის გრან-პრის შემდეგ მნიშვნელოვანი შეჯიბრი პარიზის დიდი სლემის ტურნირი იქნება, რომელიც 4-5 თებერვალს გაიმართება.