მსოფლიო დღეს

ნატომ და ევროკავშირმა თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი

Sputnik
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ მესამე ერთობლივ დეკლარაციას.
დოკუმენტის მიღება მანამდე არაერთხელ გადაიდო, მათ შორის უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.
ხელმოწერის ცერემონია ნატოსა და ევროკომისიის ვებ-გვერდებზე გადაიცემოდა.
დოკუმენტში გაცხადებულია მხარეების განზრახვა, გააძლიერონ თანამშრომლობა. ამასთან, მასში ნატო აღიარებულია როგორც „მოკავშირეთა კოლექტიური თავდაცვისა და უსაფრთხოების საფუძველი“ და აღნიშნულია ევროპის თავდაცვის გაძლიერების მნიშვნელოვანი როლი, როგორც ალიანსის ყველა ქვეყნის საერთო უსაფრთხოების შემავსებლისა.