სწორედ ამგვარი ტესტებით შეგიძლიათ შეამოწმოთ მეხსიერება, ინტელექტი, ინტუიცია, დროულად ამოიცნოთ ფსიქოლოგიური დარღვევები, დეპრესიის დონე და ა.შ.
ფსიქოთერაპევტები ამბობენ, რომ სურათებიანი დავალებები საკმაოდ ზუსტ შეფასებას აძლევს ამ ყველაფერს.
ქვემოთ სწორედ ერთ ასეთ ტესტს გთავაზობთ. დახედეთ სურათს და აირჩიეთ ის ლაქა, რომელიც ყველაზე ახლოსაა თქვენს განწყობასთან.
ფსიქოლოგიურ-ვიზუალური ტესტი
თუ აირჩიეთ:
ლაქა 1− ყველაზე მეტად დაკარგვა გაშინებთ. თუ ჯერ არ ხართ დაქორწინებული, მაშინ შესაძლოა იმაზე ფიქრი გაშინებდეთ, რომ ვერასდროს შექმნით ოჯახს.
გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, ახლობლების დაკარგვაც გაფრთხობდეთ. ეს შიშები იმ სერიოზულ დანაკარგებს უკავშირდება, რომლებიც წარსულში გადაიტანეთ და ჯერაც არ გამოსულხართ მათი გავლენიდან.
ლაქა 2 − ყველაზე მეტად გაშინებთ... სიყვარული, ანუ არ გსურთ გრძნობების განცდა. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს წარსულში მომხდარი იმედგაცრუება და წყენა, რაც ჯერაც არ დაგვიწყებიათ. ამიტომაც გეშინიათ, რომ ვინმემ კიდევ არ გატკინოთ გული.
ლაქა 3 − თქვენი ყველაზე დიდი შიში − ეს მტრებია. ეს გრძნობა იმდენად გაქვთ მორეული, რომ ძალიან ახლობლებსაც კი ეჭვის თვალით უყურებთ და ყველაში მტერს ეძებთ. ამის მიზეზი წარსულში უნდა ეძებოთ. როგორც ჩანს, ოდესღაც ვიღაც ძალიან, ძალიან ახლობელმა გიღალატათ ან გიმტროთ.
ლაქა 4 − ყველაზე მეტად სტიქიური უბედურებებისა გეშინიათ. ანუ გაფრთხობთ ყველაფერი ის, რასაც თავად ვერ აკონტროლებთ: მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი და სხვ. ძლიერი წვიმაც კი სერიოზულად გაშფოთებთ.
ლაქა 5 − თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შიში კონფლიქტებია. შესაძლოა ამ განცდამ თქვენს გონებაში არა პირადი, არამედ სხვათა გამოცდილების საფუძველზე გაიდგა ფესვები. თქვენ გაურბიხართ ყველა სახის კონფრონტაციას, უბრალოდ ეცლებით აგრესიულ და დაძაბულ გარემოს.
ლაქა 6 − თქვენი ყველაზე დიდი შიში გაურკვევლობა და გაუგებრობაა. როცა არ იცით, რა მოხდება, რა გელით ამა თუ იმ სიტუაციაში, სერიოზულად ნერვიულობთ. ამ განცდის გადასალახავად საჭიროა დაფიქრდეთ და გაიაზროთ, რა გაშინებთ. შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ საერთოდ ტყუილად შფოთავთ.