ავარია ცენტრალურ ავტობანზე - მძღოლი ადგილზე დაიღუპა

ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს შეეჯახა.
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. Mercedes-ის მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, აგარასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება „მთავარი არხი“.
მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს შეეჯახა.
მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.