თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
კერძოდ, მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ნაქერალას უღელტეხილსა (ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62 კმ მონაკვეთი) და საჩხერე(სარეკი)–უზუნთა–შქმერი–ზუდალის საავტომობილო გზაზე.
გზის ამ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დიდი თოვლისა და ლიპყინულის გამო იყო შეზღუდული.