შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა

შერმადინის ანგარიშზეა 25 ქულა, შვიდი მოხსნა, ორი გადაცემა, ორი ჩაჭრა და ერთი ბლოკი თამაშის 30 წუთზე ნაკლებ დროში.
Sputnik
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებისა და ესპანეთის „ტენერიფეს“ ცენტრფორვარდი გიორგი შერმადინი „უნიკახას“ წინააღმდეგ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში ყველაზე ფასეულ მოთამაშედ დაასახელეს.
შერმადინის ანგარიშზეა 25 ქულა, შვიდი მოხსნა, ორი გადაცემა, ორი ჩაჭრა და ერთი ბლოკი თამაშის 30 წუთზე ნაკლებ დროში.
ამ შედეგით ის ერთხმად გახდა MVP - Most Valuable Player-ის ტიტულის მფლობელი. „ტენერიფემ“ კი „უნიკახას“ ანგარიშით 91:84 სძლია.
„ტენერიფე“ ამჟამად ჩემპიონატის ცხრილში 22 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება. პირველზეა „რეალი“, მეორეზე – „ბარსელონა“. ეს კლუბები შერმადინის გუნდს ორი ქულით უსწრებენ.
შემდეგ ტურში, 14 იანვარს „ტენერიფე“ სტუმრად „სარაგოსას“ დაუპირისპირდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს