სააკაშვილის მომხრეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან კვლავ აქცია გამართეს - ვიდეო

სააკაშვილის მომხრეები ტრადიციულად შეიკრიბნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან. აქ 9 იანვარს მიმდინარეობდა მორიგი სხდომა ყოფილი პრეზიდენტის სასჯელის მოხდის გადავადებისა ან ისი გათავისუფლების საქმეზე
Sputnik
სააკაშვილი 2021 წლის 29 სექტემბერს უკრაინიდან საქართველოში ჩუმად დაბრუნდა, 1 ოქტომბერს კი ის თბილისში დააკავეს. მანამდე მას დაუსწრებლად ქონდა მისჯილი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლის ორ საქმეზე - დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემაზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისათვის გასამართლებულთა შეწყალებაზე.
გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღდეგ განიხილავს სამ საქმეს - სახელმწიფო სახსრების ფლანგვა, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლა და საზღვრის უკანონო კვეთა. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან ის უკრაინის რეფორმების კომიტეტის აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ დამძიმდა. დაკავების შემდეგ მან ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა ციხის კამერაში, დანარჩენი დროის განმავლობაში ის იმყოფებოდა კლინიკებში - თავდაპირველად ციხის კლინიკაში, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.