პატრუშევი: რუსეთი უკრაინას არ ეომება

Sputnik
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. რუსეთი არ ეომება უკრაინას, რუსებს უბრალო უკრაინელებისადმი სიძულვილის გრძნობა ვერ ექნებათ, განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა.
მისი თქმით, უკრაინული ტრადიციები ახლობელია რუსეთის მოსახლეობისთვის, ხოლო „რუსი ხალხის მემკვიდრეობა განუყოფელია უკრაინელების კულტურისთვის“.

„ყირიმში უკრაინული ენა შენარჩუნებულია როგორც ერთ-ერთი სახელმწიფო ენა. რუსეთის მრავალ ქალაქში კი კვლავაც განაგრძობენ მუშაობას უკრაინული კულტურული ცენტრები, უკრაინული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები. შორეული აღმოსავლეთის სამხრეთით, სტოლიპინის დროს გადასახლებულთა დიდი წილის გათვალისწინებით, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინელი ხალხის კულტურას მშობლიურად მიიჩნევს“, — თქვა პატრუშევმა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა საომარ მოქმედებებში ბრალი ისევ დასავლეთს დასდო.