თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს მეტროში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 57 კი დაშავდა, იუწყება სააგენტო Associated Press.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დაშავებული საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
მეხიკოს მერის თქმით, ოთხი ადამიანი გარკვეული დროის განმავლობაში ბლოკირებული იყო ავარიის ადგილზე. აქედან ერთი მატარებლის მემანქანე იყო, რომელიც ჰოსპიტალიზებულია მძიმე მდგომარეობაში.
მეხიკოს მეტროპოლიტენის სიგრძე 226,5 კმ-ია და ის 195 სადგურისგან შედგება. მისით ყოველდღიურად 4,6 მლნ მგზავრი სარგებლობს.