ამინდის პროგნოზი თბილისში: 9-15 იანვარი

თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს მიმდინარე კვირაში ცივი ამინდი ელოდებათ.
Sputnik
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში თბილისში ცივ და თოვლიან ამინდს პროგნოზირებენ.
ორშაბათი, 9 იანვარი: დედაქალაქში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და თოვლი.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით მინუს 2 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი პლუს 1 გრადუსია ნავარაუდევი.
მზის ჩასვლა – 17:48 სთ.
ქარის სიჩქარე – 8-13მ/წმ.
სამშაბათი, 10 იანვარი: თბილისში ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით მინუს 3 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი პლუს 0 გრადუსი იქნება.
მზის ამოსვლა – 08:27 სთ.
მზის ჩასვლა – 17:49 სთ.
ქარის სიჩქარე – 10-15 მ/წმ.
ოთხშაბათი, 11 იანვარი: სინოპტიკოსები დედაქალაქში ღრუბლიან ამინდს და თოვლს პროგნოზირებენ.
ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა მინუს 3 გრადუსი იქნება, დღისით კი პლუს 0 გრადუსამდე დათბება.
მზის ამოსვლა – 08:27 სთ.
მზის ჩასვლა – 17:50 სთ.
ქარის სიჩქარე – 10-15 მ/წმ.
ხუთშაბათი, 12 იანვარი: თბილისში ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება.
ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა მინუს 3 გრადუსი იქნება, დღისით კი პლუს 1 გრადუსამდე დათბება.
მზის ამოსვლა – 08:27 სთ.
მზის ჩასვლა –17:51 სთ.
ქარის სიჩქარე – 8-13 მ/წმ.
პარასკევი, 13 იანვარი: სინოპტიკოსები თბილისში ღრუბლიან და ცივ ამინდს პროგნოზირებენ.
ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა მინუს 3 გრადუსი იქნება, დღისით კი პლუს 1 გრადუსამდე დათბება.
მზის ამოსვლა – 08:26 სთ.
მზის ჩასვლა – 17:52 სთ.
ქარის სიჩქარე – 8-13 მ/წმ.
შაბათი, 14 იანვარი: საქართველოს დედაქალაქში შედარებით გამოიდარებს და დათბება.
ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა მინუს 3 გრადუსი იქნება, დღისით კი პლუს 2 გრადუსამდე დათბება.
მზის ამოსვლა – 08:26 სთ.
მზის ჩასვლა – 17:53 სთ.
ქარის სიჩქარე – 10-15 მ/წმ.
კვირა, 15 იანვარი: თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება.
ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 2 გრადუსი იქნება, დღისით კი პლუს 3 გრადუსამდე დათბება.
მზის ამოსვლა – 08:26 სთ.
მზის ჩასვლა – 17:54 სთ.
ქარის სიჩქარე – 10-15 მ/წმ.