ზემო ლარსი დღეს: ტრაილერებისთვის მოძრაობა კვლავ აიკრძალა

გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერებისთვის მოძრაობა დღეს დილით გაიხსნა, მაგრამ ინტენსიური თოვისა და ყინვის გამო კვლავ დაიკეტა.
Sputnik
თბილისი, 8 იანვარი– Sputnik. რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალ გზაზე აიკრძალა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერებისთვის მოძრაობა გაიხსნა დღეს დილით, მაგრამ ინტენსიური თოვისა და ყინვის გამო კვლავ დაიკეტა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი