სურამის კვანძი-საქასრიას გზის მონაკვეთზე შეზღუდვები მოიხსნა

საავტომობილო გზის მონაკვეთი მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო დაიკეტა.
Sputnik
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის სურამის კვანძი-საქასრიას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, სურამის კვანძი-საქასრიას მონაკვეთზე (თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 132–163-ე კმ) თოვლის გამო დაკეტილი მოძრაობა ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღდგა.
აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო გუშინ საღამოს აიკრძალა.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.