თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. კოსოვოში ნატოს ეგიდით მოქმედმა საერთაშორისო მისიამ (KFOR) სერბეთის ხელისუფლების განაცხადი უარყო, რომელიც კოსოვოსა და მეტოჰიაში პოლიციია და არმიის შეყვანას ითვალისწინებდა.
ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ისაუბრა ტელეარხ TV Pink-ის ეთერში.
„სერბეთის მთავრობისადმი საგულდაგულოდ შედგენილ წერილში, რომელიც მეც მივიღე, ისინი (KFOR) წერენ, რომ ვერ ხედავენ სერბეთის არმიის კოსოვოსა და მეტოჰიაში დაბრუნების აუცილებლობას. ამ საკითხში KFOR გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1244-ს ეყრდნობა“, — განაცხადა ვუჩიჩმა.
მიუხედავად უარყოფითი პასუხისა, სერბეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარების მიზნით ნატოს ქმედებებს ნამდვილად არ შეიძლება არაპროფესიულად შეფასდეს, თუმცა მიიჩნევს, რომ ალიანსი საკმარისს არ აკეთებს ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად.
კოსოვოში ვითარება დეკემბერში გამწვავდა, როდესაც350-მდეკოსოვოელი პოლიციელი ქვეყნის სერბებითდასახლებულნაწილში შევიდა. 10 დეკემბერს, ყოფილი სერბი ექს-პოლიციელი დეიანპანტიჩისდაკავებისშემდეგ, სერბებიპროტესტისნიშნადქუჩებშიგავიდნენდაგზებზებარიკადებისაგებადაიწყეს. ამფონზესერბეთმაშეიარაღებულიძალებისაბრძოლომზადყოფნაშიმოიიყვანა, თუმცამოგვიანებით კოსოვოელმა სერბებმა ბარიკადები დაშალეს და პოლიცია გაატარეს.
ახალი საპროტესტო აქციები 6 იანვარს დაიწყო. სამხრეთ კოსოვოს სოფელ გოტოვუშას მოსახლეობამ გზა გადაკეტა მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა ალბანელმა ადგილობრივებსცეცხლიგაუხსნა.