ქართული საშობაო ტრადიციები: საქველმოქმედო მსვლელობა „ალილო“ - ფოტო

თბიისში საშობაო საქველმოქმედო მსვლელობა „ალილო“ გაიმართა
Sputnik
„ალილო“ საშობაო გალობაა, რომელიც შობის წინ ღამით აღევლინება. ეს სახელწოდება ასევე ერგო მრავალი საუკუნის წინ გაჩენილ ტრადიციას.
1 / 12

„ალილოს“ ყოველთვის საქველმოქმედო ხასიათი ქონდა

2 / 12

შობას საქართველოშ ადამიანები აგროვებდნენ შემოწირულობას და უპოვართ გადასცემდნენ მათ

3 / 12

„ალილოს“ ტრადიცია უკვე საუკუნეებს ითვლის

4 / 12

თუმცა საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საშობაო საქველმოქმედო მსვლელობები აიკრძალა

5 / 12

ტრადიცია 90-იან წლებში განახლდა

6 / 12

თბილისში „ალილოს“ მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან და ქალაქის ცენტრში მსვლელობას მართავენ

7 / 12

პროცესიის მონაწილეები რუსთაველის გამზირის გავლით სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართებიან, სადაც მსვლელობა მთავრდება

8 / 12

დღეისათვის მსვლელობას თეატრალიზებული სახე აქვს და საკმაოდ სანახაობრივია. მსვლელობას აკვირდება უამრავი ტურისტი და დედაქალაქის სტუმარი, ასევე თბილისის მკვიდრები

9 / 12

„ალილოს“ მთავარი გმირები „მახარობლები“ არიან - თეთრ ტანსაცმელში შემოსილი ბავშვები, რომლებიც შობის დადგომას გალობით ეგებებიან

10 / 12

მასში ასევე მონაწილეობენ ბიბლიური პერსონაჟების ფორმებში გამოწყობილი ადამიანები და სასულიერო პირები, რომლებიც ლოცვებს აღავლენენ, და მიაბრძანებენ ქრისტეს შობის დიდ ხატს და ქართულ დროშებს

11 / 12

თბილისელები მსვლელობის მონაწილეებს გადასცემენ საჩუქრებსა და შემოწირულობებს

12 / 12

მომდევნო დღეს კი ისინი ნაწილდება გაჭირვებულებზე, მშობლების მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებსა და ხანდასმულთა თავშესაფრებზე