იმერეთში კაცმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში წუხელ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია დანაშაულის იარაღი - სანადირო თოფი, რომელიც გარდაცვლილ მამაკაცს ეკუთვნოდა.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.