სურამის კვანძი-საქასრიას გზის მონაკვეთზე შეზღუდვები მოიხსნა

Sputnik
საავტომობილო გზის მონაკვეთი მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტორანსპორტისთვის ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო დაიკეტა.
თბილისი, 7იანვარი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის სურამის კვანძი-საქასრიას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
თოვლის გამო დაკეტილი მოძრაობის აღდგენა ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მოხერხდა.
აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო დილიდან იყო აკრძალული.