საქართველო საყოველთაო აღწერისთვის ემზადება

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის ბოლოს ჩატარდება.
Sputnik
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება 2023 წელს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებლად 7,8 მლნ ლარს დახარჯავს.
ბიუჯეტში გამოყოფილი სახსრები შვიდჯერ აღემატება თანხას, რომელიც 2002 წელს დაიხარჯა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის ბოლოს გაიმართება.
მასთან ერთად ჩატარდება სასოფლო–სამეურნეო აღწერა, რომლის შედეგებით, სოციალურ და დემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად შეიკრიბება ინფორმაცია საშინაო მეურნეობების სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის შესახებ.
მოსახლეობის პირველი საყოველთაო ეროვნული აღწერა საქართველოში 2002 წელს ჩატარდა. 2022 წლის 17 იანვრის მონაცემებით, საქართველოში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით, 4 მლნ 371,5 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.
მეორე საყოველთაო აღწერა 2014 წელს ჩატარდა. 2014 წლის 5 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობამ 3.729.635 ადამიანი შეადგინა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს