ღარიბაშვილი საშობაო ლიტურგიას სიონის ტაძარში დაესწრო

საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა
Sputnik
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საშობაო ლიტურგიას სიონის ტაძარში დაესწრო.
საზეიმო ღვთისმსახურებას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
საზეიმო წირვა მღვდელმსახურებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ჩაატარა.
„სამართლიანობა და ერთიანობა“: ილია მეორის საშობაო ეპისტოლე>>
ტაძარში შეკრებილ მრევლს პატრიარქის საშობა ეპისტოლე გააცნეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს