თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მართლმადიდებელ ქრისტიანებს, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ქრისტეშობას ზეიმობენ, შობის დღესასწაული მიულოცა.
„ეს ნათელი, ყველასთვის საყვარელი დღესასწაული ადამიანებს შთააგონებს კეთილი საქმეებისა და მისწრაფებებისკენ, ემსახურება საზოგადოებაში ისეთი მარადიული სულიერი ფასეულობებისა და მორალური ორიენტირების დამტკიცებას, როგორიცაა მოწყალება, თანაგრძნობა, სიკეთე და სამართლიანობა“, – განაცხადა პუტინმა, იუწყება РИА Новости.
მან ასევე აღნიშნა დიდი აღმშენებლობითი წვლილი, რომელიც რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და რუსეთის სხვა ქრისტიანულ კონფესიებს შეაქვთ საზოგადოების ერთიანობაში, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში, ახალგაზრდობის აღზრდასა და ოჯახის ინსტიტუტის გამყარებაში.
პუტინის მილოცვაში ასევე აღნიშნულია, რომ ორგანიზაციები „პირველხარისხოვან ყურადღებას უთმობენ ეროვნებათაშორისი და რელიგიათაშორისი მშვიდობის მხარდაჭერას და თანხმობას ქვეყანაში, ზრუნავენ მათზე, ვისაც დახმარება სჭირდება, მხარს უჭერენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებს“.
„ასეთი დიდი, მრავალმხრივი, ჭეშმარიტად აღმშენებლური მუშაობა ყველაზე გულწრფელ პატივისცემას იმსახურებს. მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ყველას, ვინც ქრისტეშობას აღნიშნავს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, წარმატებებსა და ყოველივე საუკეთესოს“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
შობის ღამეს პუტინი ღვთისმსახურებას მოსკოვის კრემლის ტაძარში დაესწრო.
შობის ღამეს პუტინი ღვთისმსახურებას მოსკოვის კრემლის ტაძარში დაესწრო.