თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე დროულად მისულმა სამაშველო ბრიგადამ ლიფტის კაბინიდან სამი ადამიანი ამოიყვანა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს - ორი პირი ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული, ერთი კი საუნივერსიტეტო კლინიკაში, მათ მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ.
როგორც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განაცხადეს, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ტრავმული შოკით შეიყვანეს. იგი მართვით სუნთქვაზეა და დიაგნოსტიკური კვლევები უტარდება.
რაც შეეხება დანარჩენ ორ პირს, მათი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. პაციენტები კონტაქტურები არიან და სამედიცინო კვლევები უტარდებათ.