ფოთში დღეს დიდი საახალწლო ზეიმი გაიმართება

,,ახალი წლის დღეები საქართველოში“ ქვეყნის 63 ქალაქში 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. ფოთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დღეს საახალწლო ზეიმი გაიმართება, იუწყება ფოთის მერიის პრეს–სამსახური..
ქალაქის ცენტრში, მთავარ ნაძვის ხესთან დილიდან მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები; ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
ფოთში დღის განმავლობაში დაგეგმილი გასართობი ღონისძიებები ყველა თაობის ადამიანებზეა გათვლილი.
ღონისძიება მოიცავს ორკესტრის მსვლელობას, საშობაო ბაზრობას – გამოფენა–გაყიდვას, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ნაწარმი, ხელნაკეთი ნივთები, კვების სივრცე, ბავშვებს ელოდებათ სხვადასხვა თამაშები, სახეზე მოხატვა, ზღაპრის გმირები, მათ თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდება.
ასევე გაიმარება ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი, თეატრალური წარმოდგენა.
როგორ ემზადებიან ახალი წლისთვის რეგიონებში>>
ფოთის ცენტრში გალაკონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას ანსამბლი ,,გორდელა'' და ჯგუფი ,,ბანდეროლი'' მიიღებენ.
საღამოს 20:00 საათზე სადღესასწაულო ფოიერვერკი დაასრულებს.
ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული საახალწლო ღონისძიებები „ახალი წლის დღეები საქართველოში“ ქვეყნის 63 ქალაქში 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს